აბ

Turkish Airlines-მა აეროპორტ “სტამბოლში” ვირტუალური სიმულატორი განათავსა

Turkish Airlines-მა აეროპორტ “სტამბოლის” CIP ბიზნეს-დარბაზში ვირტუალური ფრენის სიმულატორი ​"Hezarfen Flight Simulator Experience" განათავსა, რომელსაც თურქული ავიაციის ისტორიაში პირველი ინჟინერ-გამომგონებელის ჰაზარფენ აჰმედ ჩელების სახელი ჰქვია. “მოხარულები ვართ, რომ მოგზაურებს შევთავაზოთ შესაძლებლობა, ნახონ დღევანდელი სტამბოლი ფრინველის ფრენის სიმაღლიდან”, – თქვა Turkish Airlines-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბილალ ეკშიმ.   ვირტუალური რეალობის სათვალეებით, მოგზაურები მიჰყვებიან ჩელების ფრენის მარშრუტს, შესაძლებლობა ექნებათ ნახონ თურქეთის დედაქალაქის ისეთი საკულტო ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა გალათას კოშკი, ლურჯი მეჩეთი, აია სოფია და თოფკაპის სასახლე. სიმულატორი 4K რეზოლუციით მუშაობს და უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ ხედს, ასევე შესაძლებელს ხდის ქარის მოძრაობის შეგრძნებას, განაცხადეს ავიაკომპანიაში.   “მივისწრაფით ჩვენს მომხმარებლებს ვაჩვენოთ თურქული სტუმართმოყვარეობა და სტამბულის უნიკალური საოცრებები, რაც ქვეყანაში ტურიზმის პოპულარიზაციას და Turkish Airlines-ის ტრანიზტული მგზავრების რაოდენობის გაზრდის.” – თქვა ბ-ნმა ეკშიმ.  

მსგავსი და რელევანტური სტატიები

რჩევები
მგზავრობა მხოლოდ 25%-იანი დეპოზიტით FLY.ge-ზე!
Turkish Airlines-ის მინი ჯგუფების ექსკლუზიური შეთავაზება – დააფიქსირე ფასები წინასწარ, გადადი იაფად და იმოგზაურე 20+ მიმართულებით მეგობრებთან ერთად!
რჩევები
რჩევები
მოგზაურის ბლოგი: მაკუნა შულაიას პარიზი
მაკუნა შულაია, პარიზში შემოდგომის მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს და იმ აქტივობებსა და ადგილებზე გვიყვება, რომლებიც პარიზის გეოგრაფიულ თუ კულტურულ სახეს, ხელისგულზე გადაგიშლით.
რჩევები
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი