აბ

"Welcome to Georgia"-ს რიგით მეშვიდე დაჯილდოებაზე წლის ავიაკომპანიები გამოვლინდნენ

"Welcome to Georgia"-ს (ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება) რიგით მეშვიდე დაჯილდოების ცერემონიალზე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა და დაჯილდოების ჟიურის წევრმა თამარ არჩუაძემ, წლის ავიაკომპანიები გამოავლინა.   2021 წლის ყველაზე მეტი მიმართულების მქონე ავიაკომპანიად "Wizz Air"-ი დასახელდა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ევროპისა და ახლა უკვე ახლო აღმოსავლეთის 19 მიმართულებით, პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ასრულებს. აღსანიშნავია, რომ დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ, ქუთაისის აეროპორტიდან ოპერირება, შვილობილი ავიაკომპანიით "Wizz Air Abu Dhabi"-ითაც დაიწყო.   ავიაკომპანია “Turkish Airlines”-მა 2021 წელს ყველაზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. 2021 წლის 11 თვის მონაცმებით, ავიაკომპანიას ჯამში გადაყვანილი ჰყავს 247,931 მგზავრი.   მესამე ნომინაციის მფლობელი, საქართველოს ავიაბაზარზე, მიმდინარე წელს შემოსულ, აზახურ ავიაკომპანია “FlyArystan”-ს გადაეცა. 11 თვის ჭრილში ავიაკომპანია 61,864 მგზავრს მოემსახურა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ავიაკომპანია “FlyArystan” რეგულარულ ფრენებს ყაზახეთის ოთხი მიმართულებით ასრულებს, ესენია: დედაქალაქი ნურ-სულთანი, ატირაუ, აქტაუ და შიმკენტი.   “Welcome to Georgia”-ს რიგით მეშვიდე დაჯილდოების ცერემონიალზე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ, იმედი გამოთქვა, რომ თითოეული ავიაკომპანია, 2022 წლისთვის საქართველოში ოპერირების არეალს კიდევ უფრო გაზრდის.

მსგავსი და რელევანტური სტატიები

რჩევები
მგზავრობა მხოლოდ 25%-იანი დეპოზიტით FLY.ge-ზე!
Turkish Airlines-ის მინი ჯგუფების ექსკლუზიური შეთავაზება – დააფიქსირე ფასები წინასწარ, გადადი იაფად და იმოგზაურე 20+ მიმართულებით მეგობრებთან ერთად!
რჩევები
რჩევები
მოგზაურის ბლოგი: მაკუნა შულაიას პარიზი
მაკუნა შულაია, პარიზში შემოდგომის მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს და იმ აქტივობებსა და ადგილებზე გვიყვება, რომლებიც პარიზის გეოგრაფიულ თუ კულტურულ სახეს, ხელისგულზე გადაგიშლით.
რჩევები
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი