აბ

Wizz Air-ი დამატებით 75 ერთეულ "Airbus A321neo"-ს იყიდის

ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა ავიაკომპანიამ “Wizz Air”-მა, საზოგადოებას “Airbus”-ს 75 ერთეული “Airbus A321neo”-ს შეძენის უფლების გამოყენების შესახებ აცნობა. დამატებითი 75 ერთეული “A321neo”-ი, რომელთა უმეტესობა, ავიაკომპანიისთვის სავარაუდოდ, 2028-2029 წლებში იქნება მიწოდებული. სიახლე “Wizz Air”-ის ამბიციურ მიზანს ადასტურებს, რომელიც ათწლეულის ბოლოსთვის მისი ფლოტის ზომის გასამმაგებას გულისხმობს, რის შემდეგაც Wizz Air გახდება ავიაკომპანია, რომელიც ოპერირებას 500 თვითმფრინავით განახორციელებს. “A321neo”-ი აერთიანებს უახლეს საავიაციო ტექნოლოგიას და მნიშვნელოვან ეკოლოგიურ სარგებელს იძლევა, როგორიც არის ხმაურის თითქმის 50%-ით შემცირება, საწვავის მოხმარების ეკონომია 20%-ით და აზოტის ოქსიდის ემისიების შემცირება 50%-ით. ამრიგად, ეს აძლიერებს “Wizz Air”-ის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის პოზიციას. “Wizz Air”-ს ამჟამად ფლოტში 165 უახლესი და ეფექტური “Airbus”-ის თვითმფრინავი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ “Wizz Air”-ი მსოფლიოში მოკლე მანძილის თვითმფრინავების ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა ფლოტს მართავს. “Wizz Air”-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯოზეფ ვარადიმ განაცხადა, რომ ბაზარზე წამყვანი “Airbus A321neo”-ს თვითმფრინავების კომბინაცია მყარ საფუძველს ქმნის “Wizz Air”-ის მომავალი ზრდისთვის მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.

მსგავსი და რელევანტური სტატიები

რჩევები
მგზავრობა მხოლოდ 25%-იანი დეპოზიტით FLY.ge-ზე!
Turkish Airlines-ის მინი ჯგუფების ექსკლუზიური შეთავაზება – დააფიქსირე ფასები წინასწარ, გადადი იაფად და იმოგზაურე 20+ მიმართულებით მეგობრებთან ერთად!
რჩევები
რჩევები
მოგზაურის ბლოგი: მაკუნა შულაიას პარიზი
მაკუნა შულაია, პარიზში შემოდგომის მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს და იმ აქტივობებსა და ადგილებზე გვიყვება, რომლებიც პარიზის გეოგრაფიულ თუ კულტურულ სახეს, ხელისგულზე გადაგიშლით.
რჩევები
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი