
Wizz Air-ს ინტერესი აქვს, რომ ქუთაისის გარდა საქართველოს სხვა რეგიონებშიც იყოს წარმოდგენილი
მოგზაურობის მოყვარულთათვის უნგრული, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი კარგად არის ნაცნობი.
ვიზეარის თანადამფუძნებელმა იოსიფ ვარადიმ, საქართველოს ელჩს – თამუნა ლილუაშვილს უმასპინძლა. საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრა ძალიან დადებით ატმოსფეროში შედგა. მხარეებმა რეალური შედეგები განიხილეს. „კომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან კიდევ 5 ახალ მიმართულებას ამატებს. ამასთანავე, აქვს ინტერესი საქართველოს სხვა რეგიონებშიც იყოს წარმოდგენილი. საქართველოსა და კომპანია Wizz Air–ს შორის თანამშრომლობა უმაღლეს ნიშნულზეა“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. გამოყენებული მასალა: avianews.geმსგავსი და რელევანტური სტატიები

რჩევები
მგზავრობა მხოლოდ 25%-იანი დეპოზიტით FLY.ge-ზე!
Turkish Airlines-ის მინი ჯგუფების ექსკლუზიური შეთავაზება – დააფიქსირე ფასები წინასწარ, გადადი იაფად და იმოგზაურე 20+ მიმართულებით მეგობრებთან ერთად!
რჩევები

რჩევები
მოგზაურის ბლოგი: მაკუნა შულაიას პარიზი
მაკუნა შულაია, პარიზში შემოდგომის მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს და იმ აქტივობებსა და ადგილებზე გვიყვება, რომლებიც პარიზის გეოგრაფიულ თუ კულტურულ სახეს, ხელისგულზე გადაგიშლით.
რჩევები

ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი