
Wizz air - ყველაფერი რაც ავიაკომპანიის და მისი სერვისების შესახებ უნდა იცოდეთ
ევროპაში მოგზაურობისას, ფულის დაზოგვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა, პირველ რიგში იაფი ავიაკომპანიის დაჯავშნაა. მიუხედავად იმისა, რომ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს საკუთარი პრობლემები აქვთ და ეს ყველა მოგზაურმა ასე თუ ისე იცის, ხშირად იაფი ფრენები მაინც შესანიშნავი ვარიანტია ქვეყნიდან ქვეყანაში გადასასვლელად.
მაგრამ, უნდა იფრინოთ თუ არა პოპულარული დაბალბიუჯეტიანი ოპერატორით “Wizz Air”-ით და ამართლებს თუ არა, აღნიშნული ავიაკომპანია მოლოდინებს, სტატიაში დაწვრილებით განვიხილავთ და გეტყვით, უნდა დაჯავშნოთ თუ არა ბილეთები, თქვენი თავგადასავლებისთვის.
რით არის ცნობილი ავიაკომპანია “Wizz Air”-ი?
ავიაკომპანია “Wizz Air”-ი ბუდაპეშტშია დაფუძნებული და ცნობილია, როგორც წამყვანი დაბალბიუჯეტიანი და ასევე ევროპის ყველაზე მწვანე ავიაკომპანია, რაც შედარებით ახალი და ეფექტური თვითმფრინავების ფლოტის მეშვეობით მოიპოვეს, ყველაზე მნიშვნელოვანი კი, რაც ამ მიმართულებით შესაძლოა აღინიშნოს, თვითმფრინავის სალონში პლასტმასის ერთჯერადად მოხმარებადი ნივთების აკრძალვაა.სად დაფრინავს “Wizz Air”-ი?
600-ზე მეტ მარშრუტი ევროპაში, ასევე ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებშიც, როგორიცაა ეგვიპტე და მაროკო. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან დაფრინავს: აზერბაიჯანში, სომხეთში, ბაჰრეინში, საქართველოში, ისრაელში, იორდანიაში, ყაზახეთში, ომანიში, საუდის არაბეთში, თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებული საემიროებში. “Wizz Air”-ი ასევე სკანდინავიის ქვეყნებში და შრი-ლანკაშიც დაფრინავს.“Wizz Air”-ის აპლიკაცია
“Wizz Air”-ის აპლიკაცია ხელმისაწვდომია “Android”-ისთვის და “iPhone”-ისთვის. მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაციას დაბალი რეიტინგი აქვს, მაინც მოსახერხებელი გზაა “Wizz Air”-ის ფრენების დასაჯავშნად, თქვენი მიმდინარე ჯავშნების გადახედვისთვის, განრიგის შესამოწმებლად, ჯავშნებში სერვისების დასამატებლად ან ჯავშნების შესაცვლელად.“Wizz Air”-ის ბარგის დაშვების პოლიტიკა
“Wizz Air”-ის ყველა რეისზე უფლება გაქვთ, ერთი პატარა, პერსონალური ნივთი უფასოდ წაიღოთ, თუ ის თქვენს კალთაში ან სავარძლის ქვეშ მოთავსდება. ნებისმიერი სხვა ხელბარგისთვის კი დამატებითი საფასურის გადახდა მოგიწევთ, რომელიც შეგიძლიათ მაქსიმუმ ექვსი ერთეული გქონდეთ.“Wizz Air”-ის საკომისიოები
“Wizz Air”-ი ბიუჯეტური ავიაკომპანიაა და ბუნებრივია, ყველა დამატებითი სერვისი, როგორიცაა საკვები და სასმელი, თქვენი ბილეთის დაბეჭდვა, ექსკლუზიური ლაუნჯები, ადგილების არჩევანი და ბარგი დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.“Wizz Air”-ის ფრენის გაუქმება და თანხის დაბრუნება
თუ ბილეთს ფრენამდე 14, ან მეტი დღით ადრე გააუქმებთ, საკომისიოს 67 აშშ დოლარის ოდენობით გადაიხდით. ხოლო თუ ავიაბილეთს 14 დღეზე ნაკლებ ვადაში აუქმებთ, საკომისიო 86 აშშ დოლარამდე გაიზრდება. თუ თქვენი ფრენა გაუქმებულია ავიაკომპანიის მიერ, შეგიძლიათ ხელახლა დაჯავშნოთ შემდეგი ხელმისაწვდომი ფრენა იმავე ან მსგავსი მარშრუტით. დავუშვათ, ფრენა მიუწვდომელია იმავე ან მეორე დღეს, ამ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ თქვენი ფრენა დანიშნულების ადგილამდე მსგავსი ოპერატორის მეშვეობით დაგეგმოთ, შეინახოთ თქვენი ქვითრები და წარადგინოთ “Wizz Air”-ში.“Wizz Air”-ის პრიორიტეტული სტატუსი
“Wizz Air”-ი დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში, გთავაზობთ პრიორიტეტულ სტატუსს, რაც საშუალებას გაძლევთ, მოგზაურობისას გარკვეული შეღავათებით ისარგებლოთ. პრიორიტეტული სტატუსით, შეგიძლიათ უფრო სწრაფად ჩაჯდეთ თვითმფრინავში. ასევე უქმდება თქვენი ხელბარგის საფასური. “Wizz Air”-ის პრიორიტეტული სტატუსი შესანიშნავი ვარიანტია ხშირად მოგზაურთათვის. აღსანიშნავია ფასდაკლება ყველა ბილეთზე, ჩაბარებული ჩანთის ღირებულებაზე და ის, რომ სტატუსი კომპანიონ მგზავრზეც ვრცელდება.უნდა იფრინოთ თუ არა "Wizz Air"-ით, და ამართლებს თუ არა ეს ავიაკომპანია მოლოდინს?
“Wizz Air”-ი საუკეთესო ევროპულ ავიაკომპანიებს შორისაა, რომლით ფრენაც აღსანიშნავია, რომ ძალიან უსაფრთხოა. ის შეიძლება შორს არის სრულყოფილებისგან, მაგრამ საუკეთესო ვარიანტია მათთვის, ვინც პრიორიტეტს ბიუჯეტის დაზოგვას ანიჭებს და არ აინტერესებთ ფარული გადასახადები და პრობლემების მოგვარება, ასეთის არსებობის შემთხვევაში ავიახაზებთან. თუ გადაწყვიტეთ, რომ თქვენი ფრენები ევროპის გარშემო დაჯავშნოთ და იმოგზაუროთ, Wizz Air-ის ავიაბილეთის დაჯავშნა, ქართულენოვან ვებსაიტზე შეგიძლიათ. old.fly.ge-ს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი, თქვენი კომფორტული მგზავრობის და გაუგებრობებისგან დაზღვევის გარანტორია. ვებსაიტზე ავიაბილეთის 48 საათით დაჯავშნის(ე.წ. ღირებულების შენარჩუნების) სერვისიც უფასოა, ხოლო ავიაბილეთების განვადების სერვისი, ისეთ დაბალბიუჯეტიან ავიაბილეთებზეც ვრცელდება, როგორსაც ის ავიაკომპანია გთავაზობთ, რომელზეც მოცემულ სტატიაში ვისაუბრეთ.მსგავსი და რელევანტური სტატიები

რჩევები
მგზავრობა მხოლოდ 25%-იანი დეპოზიტით FLY.ge-ზე!
Turkish Airlines-ის მინი ჯგუფების ექსკლუზიური შეთავაზება – დააფიქსირე ფასები წინასწარ, გადადი იაფად და იმოგზაურე 20+ მიმართულებით მეგობრებთან ერთად!
რჩევები

რჩევები
მოგზაურის ბლოგი: მაკუნა შულაიას პარიზი
მაკუნა შულაია, პარიზში შემოდგომის მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს და იმ აქტივობებსა და ადგილებზე გვიყვება, რომლებიც პარიზის გეოგრაფიულ თუ კულტურულ სახეს, ხელისგულზე გადაგიშლით.
რჩევები

ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი
ნიტა გოგრიჭიანის პორტუგალია - ზაფხულის პორტო და ლისაბონი
