შინაარსზე გადასვლა
იანვრის თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსული შემოსავალი, 114 მილიონ დოლარს შეადგენს
ბლოგზე დაბრუნება

იანვრის თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსული შემოსავალი, 114 მილიონ დოლარს შეადგენს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2022 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 114,022,899 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 69.3%-იანი  აღდგენაა.  2021 წლის იანვრის თვესთან  შედარებით საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 103,663,879 აშშ დოლარით. საქართველოში 2022 წლის იანვარში 199,393 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც 2019 წლის მონაცემთან შედარებით 38%-იანი აღდგენაა. 2021 წელთან შედარებით კი ზრდა +471%-ს შეადგენს.    2022 წლის იანვარში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 163,615-ს მიაღწია. აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წლის მონაცემთან შედარებით 53%-ია, ხოლო 2021 წელთან შედარებით +456%.  

მსგავსი პოსტები