
ბლოგზე დაბრუნება


ივნისიდან საქართველოს ავიაბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "Flyadeal" შემოდის
"Flydeal" ოპერირებას ერდროულად ქვეყნის ორ აეროპორტში, თბილისსა და ბათუმში დაიწყებს.
პირდაპირი რეგულარული რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან: ჯედადან, რიადიდან და დამამიდან განხორციელდება, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენები – ჯედადან და რიადიდან. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, ჯამში, ორივე აეროპორტის მიმართულებით "Flyadeal" პირდაპირი რეგულარულ რეისებს საუდის არაბეთიდან კვირაში 15 სიხშირით (რიადი-თბილისი-რიადი – კვირაში 4 სიხშირე, დამამი-თბილისი-დამამი – კვირაში 3 სიხშირე, ჯედა-თბილისი-ჯედა – კვირაში 2 სიხშირე, ჯედა-ბათუმი-ჯედა – კვირაში 3 სიხშირე, რიადი – ბათუმი- რიადი – კვირაში 3 სიხშირე) შესრულდება.
საუდის არაბეთის დაბალბუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal-ის მფლობელი ავიაკომპანია Saudia-ა. ავიაკომპანიამ თავდაპირველად ოპერირება შიდა რეისებით დაიწყო და შემდეგ ფრენის არეალი მეზობელ ქვეყნებში გააფართოვა.


მსგავსი პოსტები

Travel with just a 25% deposit on FLY.ge!
Turkish Airlines' exclusive mini-group offer – set prices in advance, fly cheap, and travel to 20+ destinations with friends!

mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში
mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში

350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა
350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა