
ბლოგზე დაბრუნება


მარტში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის 88%, რეისების რაოდენობის კი 120% აღდგა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის მარტის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 88% აღდგა. 2022 წლის მარტში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 46,735 მგზავრს მოემსახურა. (2019 წლის მარტი 53,316 მგზავრი).
პანდემიის პირობებში, მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. მარტში, აეროპორტში რეისების 120 % აღდგა და 222 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის მარტი – 185 რეისი).
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 25 მიმართულებით ოპერირებს.


მსგავსი პოსტები

Travel with just a 25% deposit on FLY.ge!
Turkish Airlines' exclusive mini-group offer – set prices in advance, fly cheap, and travel to 20+ destinations with friends!

mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში
mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში

350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა
350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა