
ბლოგზე დაბრუნება


ომიკრონის მიუხედავად მსოფლიოში მოგზაურობაზე მოთხოვნა იზრდება
საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია IATA, 2021 წელს საჰაერო სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, მოთხოვნა(მგზავრ-კილომეტრი) პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით 58,4%-ითაა შემცირებული. თუმცა აღნიშნული მაჩვენებლები უკეთესია, ვიდრე 2020 წლის მონაცემები, როდესაც ვარდნამ 2019 წელთან შედარებით 65.8%-ი შეადგინა.
საერთაშორისო მოგზაურობაზე მოთხოვნა 2021 წელს 2019 წელთან შედარებით 75,5%-ით ნაკლები იყო. გამტარუნარიანობა (იზომება სავარძელ-კილომეტრებში) 65.3%-ით შემცირდა, ხოლო დატვირთვის კოეფიციენტი 24 პროცენტული პუნქტით 58%-მდე.
2021 წელს შიდა მოთხოვნა 2019 წელთან შედარებით 28,2%-ით შემცირდა. გამტარუნარიანობა 19.2%-ით, ხოლო დატვირთვის კოეფიციენტი 9.3 პროცენტული პუნქტით 74.3%-მდე შემცირდა.
“2021 წელს მოგზაურობაზე მოთხოვნა გაიზარდა“, – თქვა IATA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა უილი უოლშმა – "მოგზაურ ხალხს უნდა მოგზაურობა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო მოგზაურობის მოცულობა ჯერ კიდევ შორს არის ნორმისგან, დადებითი ტენდენცია შეინიშნება. საფრანგეთმა და შვეიცარიამ შეზღუდვის შემსუბუქებაზე უკვე განაცხადეს. დიდმა ბრიტანეთმა ვაქცინირებულ მოგზაურებზე ტესტირების მოთხოვნა გააუქმა. ვიმედოვნებთ, რომ მას სხვებიც მიბაძავენ, განსაკუთრებით აზიაში, სადაც რამდენიმე საკვანძო ქვეყანა ფაქტობრივად იზოლირებული რჩება”.
მსგავსი პოსტები

Travel with just a 25% deposit on FLY.ge!
Turkish Airlines' exclusive mini-group offer – set prices in advance, fly cheap, and travel to 20+ destinations with friends!

mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში
mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში

350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა
350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა