
ბლოგზე დაბრუნება


ქუთაისსა და პარიზს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლებულია
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პარიზის მიმართულებით ავიაკომპანია “Wizz Air”-მა “AIRBUS A320” ტიპის ხომალდით პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა და 154 მგზავრს მოემსახურა.
ქუთაისი-პარიზი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ამ ეტაპზე, “Wizz Air”-ი კვირაში ერთხელ იფრენს.
1-ლი აგვისტოდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში “Wizz Air”-მა მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდი დააბრუნა და ესტონეთის და საფრანგეთის მიმართულებით ფრენები განაახლა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში “Wizz Air”-ის მეორე ბაზირებული ხომალდი, საშუალებას იძლევა ახალი მიმართულებების გარდა, ფრენის სიხშირეები გაიზარდოს უკვე არსებულ მიმართულებებზე. ასევე, შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები.
ფრენის სიხშირეები გაიზარდა ათენის, ბერლინის, ბარსელონას, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკისა და ვროცლავის მიმართულებით.
მსგავსი პოსტები

Travel with just a 25% deposit on FLY.ge!
Turkish Airlines' exclusive mini-group offer – set prices in advance, fly cheap, and travel to 20+ destinations with friends!

mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში
mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში

350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა
350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა