
ბლოგზე დაბრუნება


საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 2021 წელი 19 მილიონიანი მოგებით დაასრულა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, პანდემიური 2020 წლის შემდეგ მოლოდინები პოზიტიურია.
“გასული წელი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მოგებით დაასრულა. 2020 წლის იგივე მონაცემებთან შედარებით გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა. 2021 წელს კომპანიამ დაიწყო პანდემიური ფორსმაჟორიდან ეტაპობრივად გამოსვლა, მსოფლიოში არსებული შეზღუდვების მოხსნასთან ერთად გაიზარდა ფრენების რაოდენობა და შესაბამისად იმატა მგზავრთანაკადმაც, რაც ასევე აისახა ჩვენს შემოსავლებზე. მოგება სრულად მოხმარდება 2022 წლის დაგეგმილ კაპიტალურ ხარჯებს, მათ შორის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას," - აცხადებს თამარ არჩუაძე.
კომპანიამ 2021 წელს მიიღო შემდეგი შემოსავლები: საავიაციო ამონაგები – 36,6 მლნ ლარი, არასაავიაციო ამონაგები – 9,1 მლნ ლარი, ამონაგები გაცემული საკონცესიო უფლებიდან – 18,5 მლნ ლარი, ხოლო საიჯარო შემოსავალი – 2,6 მლნ ლარი.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ავიაციის ბიზნესი და მათ შორის შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება. 2021 წლიდან შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დაიწყო საერთაშორისო რეისების ეტაპობრივი აღდგენა. 2021 წლის მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით რეისების რაოდენობა აღდგა 62 % ით, ხოლო მგზავრთნაკადი 48%-ით.
მსგავსი პოსტები

Travel with just a 25% deposit on FLY.ge!
Turkish Airlines' exclusive mini-group offer – set prices in advance, fly cheap, and travel to 20+ destinations with friends!

mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში
mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში

350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა
350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა