
ბლოგზე დაბრუნება


საქართველოს ავიაციის ინდუსტრიას, ახალი მიმართულებები და ავიაკომპანიები ემატება
პირველი ივლისიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, პირდაპირ რეისებს „აბუ-დაბი–თბილისი–აბუ-დაბი“ მიმართულებით, არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Air Arabia Abu Dhabi“ შეასრულებს. ავიაკომპანიების "Etihad Airways"-ის და "Air Arabia"-ს შვილობილმა ავიაკომპანიამ, აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტიდან, დაბალბიუჯეტური ფრენების განხორციელება 2020 წელს დაიწყო.
„მოხარულები ვართ, რომ ასეთ რთულ პერიოდში, ჩვენი ქვეყნის ავიაციის ინდუსტრიას ახალი მიმართულებები და ავიაკომპანიები ემატება. "Air Arabia Abu Dhabi" რიგით მეექვსე ახალი ავიაკომპანიაა, რომელიც წლევანდელი ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან იწყებს საქართველოში ოპერირებას. ავიარეისების განხორციელება უკვე დაიწყეს ყაზახურმა და უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიებმა "FlyArystan"-მა და "Bees Airline"-მა, 4 ივლისიდან გერმანული დაბალბიუჯეტიანი "Eurowings"-ი დაიწყებს "დიუსელდორფი – თბილისი – დიუსელდორფის" მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას, ხოლო ყირგიზეთის რესპუბლიკის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "Air Manas"-ი ჩარტერული რეისების შესრულებას გეგმავს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
old.fly.ge -მოძებნე ბილეთი, დაჯავშნე და იყიდე მხოლოდ 3 წუთში!
მსგავსი პოსტები

მომავალი წლის მოგზაურობის ბიუჯეტი: ფრენა, ბარგი და ტრანსფერი
მოგზაურობის წლიური ხარჯების დაგეგმვა: პრიორიტეტები, ფრენა, ბარგი, საცხოვრებელი, ტრანსფერი და მოქნილი სცენარები.

სათხილამურო აღჭურვილობით ფრენა: დაჯავშნა, შეფუთვა და ბარგის პირობები
თხილამურებისა და სნოუბორდის ავიაგადაზიდვა: კომპლექტი, შეფუთვა, წინასწარი დაჯავშნა და აეროპორტიდან კურორტამდე გზა.

ზამთარში გადაჯდომიანი ფრენა: როგორ დავტოვოთ დროის მარაგი
ზამთრის გადაჯდომის დაგეგმვა: ბილეთის ტიპი, ამინდის შესაძლო გავლენა, აეროპორტამდე გზა და ალტერნატიული მარშრუტი.