შინაარსზე გადასვლა
შიმქენთი-ქუთაისი: FlyAristan 19 მარტიდან ფრენებს აღადგენს
ბლოგზე დაბრუნება

შიმქენთი-ქუთაისი: FlyAristan 19 მარტიდან ფრენებს აღადგენს

ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan-ი შიმქენთიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების განახლებას აანონსებს. ავიაკომპანიის მენეჯმენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  FlyArystan-ი შიმქენთი​-ქუთაისი-შიმქენთის საჰაერო ხაზზე ოპერირებას 19 მარტიდან დაიწყებს. არსებული ინფორმაციით, ფრენები კვირაში ორი სიხშირით - ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება. ავიაკომპანია შიმქენთი​-ქუთაისი-შიმქენთის მიმართულებით, 2021 წლის 14 ივლისიდან დაფრინავს. ზამთრის სანავიგაციო სეზონზე კი აღნიშნული მიმართულებით ოპერირება დროებით შეჩერებული იყო. FlyArystan პირველი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2018 წელსAir Astana-ს ბაზაზე დაფუძნდა.    

მსგავსი პოსტები