
ბლოგზე დაბრუნება


ვენა, ბერლინი - ქუთაისის აეროპორტიდან რეგულარული, პირდაპირი ავიარეისები განახლდა
2 ნოემბრიდან, დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Wizz Air-მა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ევროპის მიმართულებით ფრენები, კიდევ ორი - ვენისა და ბერლინის მიმართულებით განაახლა. ავიარეისები, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით, ხოლო ბერლინის კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.
აღსანიშნავია, რომ ორივე ქვეყნის საზღვრის კვეთა, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ნებისმიერი, მათ შორის ტურისტული მიზნითაც ნებადართულია. გერმანიის საზღვრის გადაკვეთის მსურველმა საქართველოს მოქალაქემ, უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:
- გერმანიიის ტერიტორიაზე დაიშვება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინის სრული კურსი.
- დაშვებული ვაქცინების ჩამონათვალი: Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Janssen (J&J)
- საზღვარზე წარადგინოს ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR-ტესტი ან ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული ანტიგენის ტესტი
- ექიმის მიერ გაცემული ცნობა ვირუსის გადატანის შესახებ
- ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (BioNTech-Pfizer, Moderna, AstraZeneca, Johnon and Johnson, BIBP-CorV–Sinopharm,Sinovac)
მსგავსი პოსტები

Travel with just a 25% deposit on FLY.ge!
Turkish Airlines' exclusive mini-group offer – set prices in advance, fly cheap, and travel to 20+ destinations with friends!

mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში
mobineX Travel SIM - სამოგზაურო ბარათი, ბიუჯეტური და ხარისხიანი მობილური ინტერნეტ დაფარვით ევროპაში

350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა
350 ათას ლარიანი ინვესტიცია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა