შინაარსზე გადასვლა
„Wizz Air”-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კრაკოვის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები განაახლა
ბლოგზე დაბრუნება

„Wizz Air”-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კრაკოვის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები განაახლა

დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია „Wizz Air”-მა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კრაკოვის მიმართულებით პირდაპირი, რეგულარული ავიარეისები განაახლა. პანდემიის შემდეგ,  ქუთაისის აეროპორტში განხორციელებულ ავიარეისს, პოლონეთიდან 133 მგზავრი ჩამოყვა. მგზავრებს, აეროპორტების გაერთიანების ინიციატივით, სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. პირდაპირი ავიარეისი „ქუთაისი-კრაკოვი/კრაკოვი-ქუთაისი“ კვირაში ორჯერ შესრულდება. ქუთაისიდან პოლონეთის მიმართულებით გაფრენა, შესაძლებელია ქვეყნის სხვა ქალაქებშიც: ვარშავა, ვროცლავი, გდანსკი და კატოვიცე.   შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები აქ: Wizz Air ბილეთები   *მსგავსი სიახლე: ვენა, ბარსელონა, ბერლინი, აბუ-დაბი – Wizz Air-ის აღდენილი და ახალი მიმართულებები

მსგავსი პოსტები